Sunday, May 24, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. 
გადავხედეთ მეხუთე მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

ტრენინგის მეექვსე დღე


დღეს მოსწავლის თვალთახედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი.
ამით უკეთესი წარმოდგენა გვექნება თუ რა თემატიკისა და უნარჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო პროცედურების დაგეგმვას შეუდექით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში.

ტრენინგის მეხუთე დღე


დღეს გვქონდა საინტერესო სამუშაო დღე. შევისწავლეთ ბლოგზე მუშაობა: ახალი პოსტის განთავსება, თემატური სურათების მოძებნა და დამატება,ფონის და ფერების  შეცვლა. ასევე ბლოგზე შევავსე ინფორმაცია ჩემ შესახებ.

ტრენინგის მეოთხე დღე


დღეს გვქონდა ბუკლეტების  პრეზენტაცია. შემდეგ ვიმსჯელეთ და განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების მიმართულების  მიმცემი კითხვები
ვისწავლე მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.

ტრენინგის მესამე დღე


დღეს პროექტის სასწავლო გეგმაზე ვიმუშავე. ასევე ბლოგიზე ჩანაწერების გაკეთება ვისწავლე. დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ტრენინგის მეორე დღე



პროექტების ნიმუშები  განვიხილეთ  მეორე დღეს. ვნახეთ ბუკლეტების ნიმუშები, ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.